ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:11
თბილისის მერიის ალ. მაჭავარიანის სახ. 26 ხელოვნების სკოლა
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მოგესალმები, სტუმარი · RSS
საიტის მენიუ
ურჩიეთ მეგობარს
შესვლის ფორმა
განყოფილების კატეგორიები
ხალხური ცეკვა [1]
ფორტეპიანო [2]
ვოკალურ-საესტრადო [1]
თეატრალური [1]
ფერწერა [0]
ხალხური საკრავები [0]
ხალხური სიმღერა [0]
გიტარის კლასი [0]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
გთხოვთ შეაფასოთ საიტი
სულ პასუხი: 27
ტაგები
Facebook
საიტის მეგობრები
  • ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "ეგრისი"
  • ქალაქ თბილისის მერია
  • სტატისტიკა
     ჩვენს შესახებ
    1978 წელს თბილისის ყველაზე დიდ და მჭიდროდ დასახლებულ უბანს - გლდანის რაიონს, რომლის მოსახლეობა 150 ათასს აღემატებოდა, კულტურის ახალი კერა, 26-ე სამუსიკო სკოლა შეემატა.
    მას შემდეგ სკოლის შემოქმედებითი კოლექტივი დიდი რუდუნებით უნერგავს მოზარდ თაობას მუსიკალური ხელოვნების სიყვარულს, აზიარებს მის განუმეორებელ ხიბლს, რომელსაც დიდი როლი აკისრია ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებაში.
    მართლაც, ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, სკოლის კედლებში არაერთი კარგი მუსიკოსი აღიზარდა, რომლებმაც წარმატებით გააგრძელეს სწავლა ჯერ საშუალო, შემდეგ კი უმაღლეს სასწავლებლებში. მეტიც, ზოგიერთმა მშობლიური სკოლის კედლებში პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუსიკო სკოლის კოლექტივის წვლილი კლასიკური მუსიკის განათლებული მსმენელის აღზრდაში, მისი ესთეტიკისა და გემოვნების ფორმირებაში.
    ამ 25 წლის განმავლობაში სკოლის აღსაზრდელები აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობენ - ყოველწლიურად მართავენ საჩვენებელ, საანგარიშო კონცერტებს, მონაწილეობენ სამუსიკო სკოლების საქალაქო თუ რესპუბლიკურ დათვალიერება-კონკურსებში და ლაურეატის წოდებასაც იმსახურებენ.
    დაარსებიდან 20 წლის თავზე სკოლას სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა. ეს, თავის მხრივ, დიდი პატივიც იყო და პასუხისმგებლობაც სკოლის კოლექტივის წევრებისათვის, რომელთაც კარგად აქვთ გათავისებული დიდი ილიასეული სიბრძნე: "ცოდნა თვითონ, თავისთავადაც სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუნაწილო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება... ცოდნა ყველას ერთნაირად მოუხდება, ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე"...
    ჩვენს რთულ ყოველდღიურობაში ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მცხოვრები ასობით მოზარდის კლასიკურ მუსიკასთან და აგრეთვე ქართულ ფოლკლორთან ზიარება ის დიდი სულიერებაა, რომელიც ჯერ კიდევ ფუფუნებაა ეკონომიურად ჩვენზე ბევრად წელგამართული ქვეყნებისათვის, სწორედ ის დიდი სიმდიდრეა, რომლის ფასს სამომავლოდ კიდევ მეტად შევიგრძნობთ.
    ამჟამად სკოლაში მუშაობს შემდეგი განყოფილებები: საფორტეპიანო და საორკესტრო, ქართული ხალხური საკრავები, ხალხური სიმღერა და ცეკვა, ვოკალურ-საესტრადო, თეატრალური, გიტარის კლასი, ხატვის წრე. სკოლის კონტიგენტი აღემატება 300 მოსწავლეს, რომელთა მუსიკალურ -ესთეტიური აღზრდის საქმეს ემსახურება 60 პედაგოგი.
    სკოლას თავისი მეოთხედი საუკუნის არსებობის მანძილზე ხელმძღვანელობდნენ შესანიშნავი მუსიკოსები, ორგანიზატორები, მოზარდი თაობის აღზრდაში ამაგდარი ადამიანები.
    სკოლის პირველი დირექტორი 1978-1984 წ.წ. იყო ედუარს კვერნაძე;
    1984-1995 წ.წ. სკოლას ხელმძღვანელობდა ჭაბუკა ნიჟარაძე,
    ხოლო 1995-2001 წ.წ. სამუსიკო სკოლის დირექტორი იყო ავთანდილ (საშა) ტაბატაძე.
    ამჟამად სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი ჟანა თეთრაშვილი, ხოლო სასწავლო ნაწილის გამგედ გახსნის დღიდან მუშაობს ქალბატონი ელისაბედ ხმალაძე.
    Copyright 26 ხელოვნების სკოლა © 2024
    Website builder - uCoz